ალხაზიშვილი გივი
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი (26. V. 1944თელავი - 04.08 2021), ქართვ. პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი. ა. გ.-მ საშ. სკოლა დაამთვარა ქუთაისში (1961 ). მან სწავლა განაგრძო თსუ-ში (1969). მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზ. ალმანახ „პირველ სხივში“, „ახალგაზრდა კომუნისტში“ და „ცისკარში“. ა. გ.-ის - „ლექსების“  პირველი კრებ. ნ. აგიაშვილის მხარდაჭერით გამოსცა გამომც. „მერანმა“ (1972 ). გამოცემული აქვს აგრეთვე შემდეგი პოეტური კრებ.: „მოგონებათა ქალაქი“ (1975), „უცხო ფრინველი“ (1975), „ლექსები პოემა“ (1977), „წარსულის სარკმელი“ (1980), „დიალოგი ფიქრში“ (1981), „თვალი - სულის სანთელი“ (1982), „ქარის დევნა“ (1983), „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“ (1985), „სიტყვების მოლოდინი“ (1987), „აღმოცენება“ (1987), „გული ანათებს“ (1989), „ღამეთა ფერფლი“ (1990), „მხოლოდ სიყვარულზე“ (1990), „სინათლე წვეთში“ (1995), „გამოსვლა უდროობიდან“ (1998), „ერთტომეული“ (1998), „გაღწევის სურვილი“ (2005), „ქორონიკონი“ (2006), „ქორონიკონი 2007“ (2008), „სიტყვებში გახიზნული ფიქრი“ (2004) , „ეპისტოლეთა წიგნი“ (2012 ),  პოეტის შემაჯამებელი პოეტური კრებ. „შენ ცოცხლობ ჩეში“ (2013),  „უცნობი მზე“ (2014) და ესეების კრებ. - „ორი სინამდვილის ზღვარზე“. და ა.შ. ა. გ.-ს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა ა. წერეთლის სახ. პრემია (1998 ), მოგვიანებით ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწ. პრემია (1999). გამომც. „საუნჯემ“ გამოსცა ახალი ლექსების კრებ. „ჩაბრუნებული მზერა“, რისთვისაც ავტორს პოეზიის ნომინაციაში მიენიჭა პრემია „საბა“ (2011). ა. გ-მ გამოსცა სამი რომანი: „ამოდის თუ ჩადის მზე?!“ (1999), „სოდომიდან სოდომამდე“ (1999), „რკინის კარს აქეთ და იქით“ (2002). ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“ დაიბეჭდა შემოკლებული ვერსია ახ. რომანისა „მომავალი წარსული“ (2008 ). პოეტი ინტენსიურად თარგმნიდა უცხოურ პოეზიასაც. ო. ნოდიას უშუალო ხელშეწყობით თარგმნა ათანას ფეტის ლექსების კრებ. „ღამეული ჩირაღდნები“ (1979 წელს). მხატვრული თარგმანის კოლეგიაში მომზადდა აგრეთვე კრებ. „მარადი დღე“ (1984), სადაც დაბეჭდილია ათანას ფეტისვლ. სოლოვიოვისანდრეი ბელის და ალექსანდრე ბლოკის ლექსების თარგმანები. რაინერ მარია რილკეს ქართ. თარგმანები დაიბეჭდა კავკ. სახლის მიერ გამოც. ხუთტომეულის პირველ და მეორე ტომში, რ-იც გამოსაცემად მოამზადა და საერთო რედ. გაუკეთა ნაირა გელაშვილმა (2007) და ასევე ავსტრიული პოეზიის მრავალტომეულში, რ-იც გამოსცა დ. ბარბაქაძემ. ამ გამოც. ა.-ის თარგმნილი „შაუკალი“ დაბეჭდილია პირველ ტომში, ხოლო „რილკე“ მესამე ტომში. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურ, რუსულ, იტალიურ, უნგრუულ, უკრაინულ, ესტონურ, რუმინულ და ა. შ. რუს. გამოც.  ა. გ.-ის სამი წიგნი-„გოროდ ვოსპამინანია“, „მალადაია გვარდია“, (1979), „დიალოგ ვრაზდუმიახ“, „მოლოდაოა გვარდია“ (1984), „სოსტაიანიე“ გამოსაცემად მოამზადა მხატვრული თარმანის კოლეგიაში და თარგმნა შესანიშნავმა პოეტმა და მთარგმნელმა იული დანიელმა (1988). ა. გ. 70-იან წლებში მუშაობდა: ჟურნ. „ცისკარში“ რეცენზენტად, ლიტმუშაკად. „ცისკარში“ მუშაობისას ინტენსიურად თანამშრომლობდა ახალგაზრდა მწერლებთან და არაერთი მათგანის დებიუტი შედგა მისი ხელშეწყობით. ა. გ. გამომც. „მერანის“ მთ. რედაქტორად გადაიყვანეს (1989), სადაც საგამოცემლო საქმიანობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდა ნიჭიერ მწერლების წიგნების გამოცემას და მათ ლიტერატურულ ასპარეზზე გამოყვანას. იყო გამომც. „მერანის“ დირექტორი (2003–2006 ). ა. გ. 90-იანი წლების მიწურულს 21-ე ს. პირველ წლებამდე იგი კულტურის უნ.-ტში უძღვებოდა ლიტერატ. დაოსტატების კურსს.